როგორ ვამუშავებთ მონაცემებს, რომლებიც არ არის განკუთვნილი მომხმარებლებისთვის

2026 წლის 12 მაისი

Ancestry საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გამოიკვლიონ თავიანთი წარსული, იპოვონ თავიანთი წინაპრები და ითანამშრომლონ სხვა მომხმარებლებთან, რაც საზიარო კვლევების და უფრო ნაყოფიერი აღმოჩენების საშუალებას იძლევა.

რა ინფორმაციას ფლობს Ancestry  იმ პირების შესახებ, რომლებიც არ არიან Ancestry-ს მომხმარებლები?

Ancestry-ის არამომხმარებლების შესახებ ინფორმაციის ორი ძირითადი წყარო არსებობს:

1. მომხმარებლის კონტენტი. ეს მოიცავს კონტენტს, რომელიც მომხმარებლებმა ატვირთეს თავიანთ გენეალოგიურ ხეებში, როგორიცაა ფოტოები, სახელები, დაბადების თარიღები, ადგილები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ისტორიები და სხვა მასალები.

2. ისტორიული ჩანაწერები. ეს მოიცავს ჩანაწერებს, რომლებიც Ancestry-მ მესამე მხარეებისგან მიიღო (მაგ., ჩანაწერები არქივებიდან ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შენახული ჩანაწერები, როგორიცაა დაბადების, ქორწინების ან გარდაცვალების ჩანაწერები, სამხედრო სამსახურის ჩანაწერები ან აღწერის დეტალები), რომლებიც შეიძლება, ეხებოდეს ცოცხალ პირებს, როგორც Ancestry-ის მომხმარებლებს, ასევე პირებს, რომლებიც არ არიან Ancestry-ის მომხმარებლები.

 

საოჯახო (გენეალოგიური) ხეები

Ancestry-ს პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან საოჯახო ხეები, რათა გამოჩნდეს ოჯახური კავშირები. ეს  კონტენტი ემატება მომხმარებლების მიერ გენეალოგიური კვლევების ჩატარების დროს და გამოიყენება მათი აღმოჩენების გადაღების და გაზიარების დროს.

ვინაიდან, Ancestry არის ოჯახების ისტორიის ერთობლივი კვლევის ხელშეწყობის, საოჯახო ხეების შექმნის და სხვადასხვა საზოგადოებების დაკავშირების ბიზნესი, ის მიიჩნევს, რომ მომხმარებლების მიერ მის სერვისებზე დამატებული ცოცხალი ადამიანების მონაცემების დამუშავება მის ლეგიტიმურ ინტერესებს შეესაბამება.

Ancestry ეხმარება მომხმარებლებს, დაიცვან ცოცხალი ადამიანების მონაცემები კონტროლის სხვადასხვა ფორმით:

ნაგულისხმევი კონფიდენციალურობა: როდესაც Ancestry-ს მომხმარებელი ადამიანს ამატებს საოჯახო ხეს, Ancestry-ს მომხმარებელი უთითებს, ეს ადამიანი ცოცხალია თუ გარდაცვლილი. ცოცხალი ადამიანები ნაგულისხმევად კონფიდენციალურები არიან.

ხილვადობა: ცოცხალი ადამიანები ჩანან მხოლოდ ხის მფლობელისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხის მფლობელი უზიარებს ხეს, როგორც „რედაქტორს“ ან რომელთაც ხის მფლობელი უფლებას აძლევს, დაათვალიერონ ხის ცოცხალი ადამიანები. ყველა სხვა მომხმარებელი დაინახავს ცოცხალ ადამიანს - “კონფიდენციალურია” - ნიშნით.  ცოცხალი ადამიანების შესახებ სხვა ინფორმაცია შეიძლება, ხილული იყოს (მათ შორის, არამომხმარებლებისთვის), თუ შეტანილია საჯარო მედია გალერეაში, ან თუ მომხმარებლები აქვეყნებენ ინფორმაციის თავიანთი ხის გარეთ.

ოჯახის ხის კონფიდენციალურობა: Ancestry მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გენეალოგიური ხეები საჯარო ან კერძო გახადონ. საჯარო ხეები სხვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და იპოვონ საერთო წინაპრები. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, კვლევის ხელშეწყობა ერთმანეთისთვის შეტყობინებების გაგზავნით ან ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთებით.

 

ისტორიული და საჯარო ჩანაწერები

ჩვენს სერვისებში არსებული ჩანაწერების დიდი უმრავლესობა გარდაცვლილ პირებს ეხება. თუმცა, ზოგიერთი ჩანაწერი შეიძლება, კვლავ შეიცავდეს ინფორმაციას ცოცხალ ადამიანებთან დაკავშირებით; ხშირად ეს არის ინფორმაცია, რომელიც საჯარო გახდა არქივების, სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ან სხვა ჯგუფების მიერ.

Ancestry-ს მომხმარებლების მიერ მათი საოჯახო ხეების მეშვეობით მოწოდებული მონაცემების მსგავსად, Ancestry ასევე ეყრდნობა მის ლეგიტიმურ ინტერესებს, დაამუშაოს პერსონალური მონაცემები არქივებისა და სხვა წყაროებიდან მიღებულ ჩანაწერებში. ეს ჩანაწერები ხშირად შეძენილია ჩვენი კონტენტის მოძიების გუნდის მეშვეობით, რომელიც ყიდულობს ან იღებს ლიცენზიას საარქივო შინაარსის შეგროვების, შენარჩუნების, გამოქვეყნებისა და დამუშავების უფლებებზე Ancestry-ს სერვისების საშუალებით. სანამ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ, ჩვენ განვიხილავთ მთელ რიგ ფაქტორებს, მათ შორის სექტორის სახელმძღვანელო პრინციპებს, წესებს, საუკეთესო პრაქტიკას, კანონებსა და რეგულაციებს და მომხმარებლის საჭიროებებს, მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენ ვაბალანსებთ ინდივიდების ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს სხვა ინტერესების მიმართ.

 

Ancestry-ს არ გააჩნია მისი არამომხმარებლების დნმ ჩვენს მონაცემთა  ბაზაში AncestryDNA. თქვენ უნდა იყოთ Ancestry-ს რეგისტრირებული მომხმარებელი და გაიაროთ Ancestry-ს დნმ ტესტი, რომ ჩვენ გვქონდეს დნმ მონაცემები თქვენ შესახებ. 

ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა, რომელსაც ჩვენს საიტზე ნახავთ თქვენ ან თქვენს ოჯახში მცხოვრები ადამიანების შესახებ, დააწკაპუნეთ აქ.